fbpx

არ მივუგდებ საჯიჯგნად ამ ბავშვს ზოგიერთ მედია ექსპერტებს-ირმა ჭკადუა ადვოკატი

იაკობ ბრეგვაძის ადვოკატი ირმა ჭკადუა სოციალურ ქსელში წერს.

„სიმბოლურია, დღეს გადაღებული ეს ფოტო. როგორც იურისტი და მრავალშვილიანი დედა, არ ვაპირებ ხელი გავუშვა ამ ბავშვს და საჯიჯგნად მივუგდო ზოგიერთ მედია ექსპერტებს და ავანტურისტ პოლიტიკოსებს.

ბოლომდე დავიცავ იაკობ ბრეგვაძის ინტერესებს, რადგან მისი ყველა სიტყვის მჯერა და ამაში საზოგადობის დიდი ნაწილიც მალე დარწმუნდება.

შეიძლება პათეთიკურად ჟღერდეს, მაგრამ ამ ბავშვისთვის ხელის გაშვება, ნიშნავს არ დაიცვა შენი მომავალი თაობა, ზღვარგადასული ფსიქოლოგიური და მორალური ტერორისგან! უსამართლობასაც საზღვარი აქვს!! იაკობ ბრეგვაძე არის არაჩვეულებრივი ახალგაზრდა, სიკეთით და სიმართლით სავსე. სწორედ ამიტომ, როგორც ადვოკატი, კომფორტულად ვგრძნობ თავს და ვერანაირად ვერ შემიქმნით დისკომფორტს ნეგატიური კომენტარებით.

და ბოლოს, სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, იაკობ ბრეგვაძის ერთადერთი დანაშაული, არის ის, რომ ნინო გიორგობიანის ნათესავია. რომ არა ეს გარემობა, მერწმუნეთ, არც ერთი მედია ექსპერტისთვისა და პოლიტიკოსისთვის არ იქნებოდა ის საინტერესო, როგორც მოწმე. პირიქით, შეიძლება შეექოთ კიდეც, 112-ის გამოძახებისთვის“, – წერს ადვოკატი ირმა ჭკადუა.

გაუზიარე!

Shares