fbpx

არ ვფიქრობ, რომ სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ – ახლა შემაშფოთებელი მომენტია, ეს ამერიკაშიც გვინახავს-ადამ კიზინგერი

“არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს” .ამის შესახებ ამერიკელმა კონგრესმენმა ადამ კინზინგერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში განაცხადა და იმედი გამოთქვა, რომ აგრესიული ნაბიჯების გადადგმა საჭირო არ იქნება.

„რაც შეეხება ინსტრუმენტებს, არ მინდა ვისაუბრო საბაზისო, განსჯის და დაჯილდოების, წკეპლისა და თაფლაკვერის საბაზისო საკითხებზე, როცა საქმე პოზიტიურ ინიციატივას ეხება. ჩვენ გვაქვს საქართველოს მხარდამჭერი აქტი, გვაქვს მჭიდრო სამხედო თანამშრომლობა. ეს ისაა, რისი გადაფასებაც მოგვიწევს, თუ ღრმა დემოკრატიულ უკუსვლას ვიხილავთ, მაგრამ იმედია, ეს უბრალოდ ჩავარდნაა და არ იქნება საჭირო აგრესიული ნაბიჯების გადადგმა. არ ვფიქრობ, რომ ამ წუთში წკეპლის, მაგალითად სანქციების საკითხი უნდა განვიხილოთ. საქართველო ჩვენი მეგობარია, ახლა შემაშფოთებელი მომენტია და როგორც ვთქვი, ეს ამერიკაშიც გვინახავს“, – განაცხადა ადამ კინზინგერმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება