fbpx

არ დავზოგავ ჩემს ენერგიას დიდუბის რაიონში მცხოვრები ოჯახების კეთილდღეობისთვის-გივი ჩხარტიშვილი

დიდუბის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი გივი ჩხარტიშვილი-მოგესალმებით მეგობრებო ყველას ! პირველ რიგში მადლობა მინდა ვუთხრა მთლიანად ქართული ოცნების გუნდს და პირადად კახა კალაძეს , გამოცხადებული ნდობისთვის, ასევე მადლობას ვუხდი ქართული ოცნების ახალგაზრდულ ორგანიზაციას.

ჩვენ ერთად ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტი განვახორციელეთ და გპირდებით, რომ მომავალშიც ასე გავაგრძელებთ. ჩემთვის დიდი პატივია ვიყო თბილისის ერთ-ერთი უძველესი უბნის დიდუბის(დიღმის) რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატი, ამავდროულად ეს ნდობა ჩემთვის არის დიდი გამოწვევა და პასუხისმგებლობა. მინდა გითხრათ თითოეულ თქვენგანს გქონდეთ იმედი,რომ არ დავზოგავ ჩემს ენერგიას დიდუბის რაიონის განვითარებისა და ამ რაიონში მცხოვრები ოჯახების კეთილდღეობისთვის. მინდა მადლიერება გამოვხატო ერთგულებისა და თანადგომისთვის თითოეული თქვენგანის მიმართ! წინ გამარჯვებისკენ!

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება