fbpx

არ გამოვრიცხავ, რომ დეას ჰქონდა ხორციელი ინტერესი თამართან – ბაჩანა ლობჟანიძე

ბაჩანა ლობჟანიძე დეა გავიცანი სამძიმარზე. მანამდე, სანამ ვეძებდით თამარს, მივწერე, მარა არ მიმიღია პასუხი. არ მიცნობდა და თავს იკავებდა ჩემთან კონტაქტისგან. მომწერე “ფეისბუქზე,” რომ თამარი მარტო ჩემი სიცოცხლეა. არ გამოვრიცხავ, რომ დეას ჰქონდა ხორციელი ინტერესი თამართან, ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ.”

ამის შესახებ მან “მთავარის” ეთერში, ნიკა გვარამიას გადაცემაში განაცხადა.

ბაჩალიაშვილის მე­გობ­რის, დეა კა­პა­ნა­ძის გან­ცხა­დე­ბით, თამარს არა ბა­ჩა­ნა ლობ­ჟა­ნი­ძე, არა­მედ სხვა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი ჰყავ­და. ამის შესახებ კა­პა­ნა­ძემ ჟურ­ნა­ლისტ ელი­სო კი­ლა­ძეს­თან ინ­ტერ­ვი­უ­ში  თქვა

ცნობისთვის, ბაჩანა ლობჟანიძე, რომელიც თამარ ბაჩალიაშვილის საქმეში გარდაცვლილის “შეყვარებულს” სახელით გამოჩნდა, აცხადებს, რომ  ახალგაზრდა პროგრამისტის გარდაცვალება მის სამსახურს უკავშირდება. მისი თქმით, კომპანია “ზეგ” მალავს რეალურ საქმიანობას. 

შეგახსენებთ, თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს გაუჩინარდა. ახალგაზრდა პროგრამისტი სათვალთვალო კამერებმა ბოლოს თეთრიწყაროს რაიონში დააფიქსირეს. ის 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს ტყესთან, საკუთარ მანქანაში გარდაცვლილი იპოვეს.

ბაჩალიაშვილის საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო, შემდეგ კი ბრალდების კვალიფიკაციას თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლი დაემატა.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares