fbpx

არ გაინტერესებთ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან რამდენი ადამიანია საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი?-ვალერი გელაშვილის სკანდალური განცხადება

მე ოპოზიციონერი დეპუტატი ვიყავი, როდესაც სააკაშვილმა გადაწყვიტა ჩემთვის ქონება წაერთმია, ისევე როგორც ჩამოართვა და წაართვა საქართველოს ბევრ სხვა მოქალაქეს, მე მას ამის გამო ღიად და საჯაროდ ვაკრიტიკებდი და სწორედ ამის გამო თბილისის ცენტრში სასიკვდილოდ მცემეს.

პრეზიდენტ ზელენსკის პარტიის სახელწოდებაა „ხალხის მსახური“ და ჩემი თხოვნაა, გაითვალისწინოთ ქართველი ხალხის აზრიც, რომ ეს ადამიანი კრიმინალია, დამნაშავეა და არ შეიძლება მისი არჩევა მაღალ თანამდებობაზე“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის წევრმა ვალერი გელაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია ,,112“-ის პოლიტიკურ თოქ-შოუ „პულსი“-ს ეთერში განაცხადა.

ვალერი გელაშვილმა გადაცემაში სააკაშვილის მმართველობის პერიოდზე ისაუბრა და განაცხადა, რომ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის უკრაინის ვიცე-პრემიერად შესაძლო დანიშვნა უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია.

თუმცა, მისივე თქმით, სამართლიანი იქნება, რომ სააკაშვილი ქართველ სამართალდამცავ სტრუქტურებს გადმოეცეს, რათა მართლმსაჯულება აღსრულდეს.

„იმ დროს ხალხს იმდენად ეშინოდა, რომ როდესაც სააკაშვილი მათ კერძო საკუთრებას, ართმევდა, ისინი ამის შესახებ არც კი ჩიოდნენ.

მაგრამ ახლა უკვე პროკურატურამ სააკაშვილის წინააღმდეგ ბევრი ასეთი ფაქტი გამოიძია.

სააკაშვილი უნდა იჯდეს საქართველოს ციხეში, რადგანაც მას ძალიან ბევრი დანაშაული აქვს ჩადენილი ჩვენს ქვეყანაში.

მან ბევრ ქართველ ბიზნესმენს ჩამოართვა კერძო საკუთრება და დღემდე ქართული სახელმწიფო ვერ ახერხებს ბევრი მათგანისთვის წართმეული ქონების უკან დაბრუნებას, რადგანაც უზარმაზარ თანხებზეა საუბარი, რომელიც მან წაიღო

„ზოგი ფიქრობს, რომ დამნაშავეების დიდმა ნაწილმა პასუხი არ აგო დასათანადოდ არ დაისაჯა, მაგრამ, მეორე მხრივ, „ქართულ ოცნებას“ „ნაციონალების“ მსგავსად რომ დაეწყო მასიური დაჭერები, ესეც არაფერს კარგს არ მოგვიტანდა“ – ამბობს დეპუტატი ვალერი გელაშვილი.

– მიხეილ სააკაშვილის მსგავს რეპრესიებს ეს ხელისუფლება ვერ გამოაცხადებდა. სააკაშვილს ვინც არ ეთანხმებოდა, ან ისე არ გააკეთებდა რამეს, როგორც პირადად მას სურდა, ანადგურებდა ყველას და ყველაფერს.

ეს ხომ ჩვენ წარსულში მოვიტოვეთ. იგივეს ხომ ვერ გააკეთებდა ახალი ხელისუფლებაც. გადახედეთ ისტორიას, არ გაინტერესებთ მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის დაცვის სამსახურიდან რამდენი ადამიანია გარდაცვლილი?

– რას გულისხმობთ? – ვგულისხმობ იმას, რომ სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელი, რომელიც სააკაშვილის დაცვას ახორციელებდა, საეჭვო ვითარებაში გარდაიცვალა.

ისინი ხდებოდნენ რაღაც ისეთის თვითმხილველები, რომ მათი მოცილება, როგორც ჩანს, ვიღაცას აწყობდა.

ზოგი ავარიაში კვდებოდა, ზოგიც სხვა გაურკვეველ ვითარებაში. ამოიღეთ ეს ისტორიები და გაარკვიეთ, რა ვითარებაში დაიღუპნენ მიხეილ სააკაშვილის პირადი დაცვის წევრები.

– თუკი რაიმე საეჭვო ვითარება მართლაც არსებობს, ამას, ალბათ, პროკურატურა უნდა არკვევდეს…

მე მაინტერესებს, პირადად თქვენ, რამდენად კმაყოფილი ხართ სამართლიანობის აღდგენის პროცესით, რომელსაც სწორედ პროკურატურა ხელმძღვანელობს?

– რაც შეეხება სამართლიანობის აღდგენას, ეს იყო იმხელა ზარალი, რაც სააკაშვილმა მიაყენა არაერთ მოქალაქეს, რომ ამ ყველაფრის გასტუმრება ფიზიკურად შეუძლებელია.

ქვეყანა ფინანსურად ამას ვერ აიტანდა. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც სამართლიანობის აღდგენაზეა საუბარი, ცოტა მეტის გაკეთება იყო საჭირო.

ვფიქრობ, ზედმეტად ფაქიზად მოვექეცით წინა რეჟიმის წარმომადგენლებს და დღეს ამიტომაც არიან ჰონორზე. „ნაცმოძრაობა“, როგორც პარტია, დანაშაულებრივ ორგანიზაციად რომ გამოგვეცხადებინა, დღეს ამდენის უფლებას აღარ მისცემდნენ საკუთარ თავს.

გაუზიარე!

Shares