fbpx

არც ჭკვიანი ვარ,არც ლამაზი,არც კეთილი- ამონარიდები თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო ჩანაწერებიდან

გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ვიდეო-აუდიო ჩანაწერები ჟურნალისტებს გენერალურ პროკურატურაში დახურულ კარს მიღმა ბეჭდური და ონლაინ გამოცემების თხოვნით გვაჩვენეს. -ფრაგმენტებად დაყოფილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერში თამარი საუბრობს, რომ არც ლამაზია ,არც ჭკვიანი, არც კეთილი, ცხოვრობს 27 კვ ბინაში ოჯახთან ერთად და უკეთესი მომავალის იმედი არა აქვს ,საკუთარ თავს ეჩხუბება, რომ უნდა მეტი ისწავლოს, უნდა იმუშაოს რამეს რომ მიაღწიოს . “ისიც კი ვიცი, თავი როგორ მოვიკლა, მაგრამ მშობლები მეცოდება, გიო მეცოდება, ტყეში რომ მნახავენ… აქ ყოფნა აღარ შემიძლია, აღარ მინდა. ჩემს მშობლებს რა ვუყო, გიოს რა ვუყო, მეტს ვერ გავუძლებ. დედა, მამა, გიო, მაპატიეთ უნდა მოვიკლა თავი, იმედია, გადაიტანთ ამას ოდესმე.” – ამ სიტყვების დროს თამარ ბაჩალიაშვილი ისტერიულად ტირის ყვება როგორ უყვარს ვინმე ნიკა , ნიკი ასე მოიხსენიებს ,ნიკი არც მამჩნევს, მისთვის ჩვეულებრივი რიგითი თანამშრომელი ვარ,ეს ჩემი ილუზიებია, არაფრის იმედი არ უნდა მქონდეს ,მაგრამ ვერ ვერევი ჩემს თავს, -ვიღაც ნინიზე ეჭვიანობს , დღეს ნინის უთხრა რას მიირთმევო,ნინი ,ნინი ,ნინ სულ ნინს ახსენებს ნიკი, მეზიზღება მეზიზღება. ძალიან მძიმე მოსასმენი იყო ეს ჩანაწერები, აქ იგრძნობა რომ გოგონა მარტოობას განიცდის,ამბობს რომ არ ყავს მეგობრები,არის ჩაკეტილი და თუ არაფერი შეიცვალა,სიკვდილში ხედავს გამოსავალს,როგორც პროკურატურის თანამშრომელმა განაცხადა ეს ჩანაწერები ნანახი აქვს ოჯახს და ადვოკატებს. გვითხრეს, არსებობს უამრავი წერილი ,,მომავლიდან, რომელსაც თამარ ბაჩალიაშვილი წერდა ნიკას ,სავარაუდოდ იმ კომპანიის დირექტორი იგულსხმება სადაც ბაჩალიაშვილი მუშაობდა.წერილები ჟურნალისტებს არ გვინახავს,კითხვაზე გაასაჯაროებენ თუ არა ამ ჩანაწერებს, გვიპასუხეს რომ ამ ეტაპზე არა. აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე 35 ტომისგან შედგება, რომელზეც 1 000-ზე მეტი საგამოძიებო მოქმედებაა ჩატარებული და 600-ზე მეტი მოწმეა დაკითხული. ავტორი ნინო ჯღარკავა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება