fbpx

„არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა.

-ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ იმას მოითხოვს, რომ დამოკიდებულება, ურთიერთობა იყოს ღია.

„არც ერთ ოფიციალურ პირს არ გაუკეთებია რაიმე განცხადება კელი დეგნანთან დაკავშირებით, რაც ფაქტობრივი მოცემულობაა. რა თქმა უნდა, საქართველოსთვის ამერიკა არის სტრატეგიული პარტნიორი, ევროკავშირისკენ მიმავალი გზა არის სტრატეგიული არჩევანი და ამ გზაზე საქართველოს ხელისუფლება ერთადერთს მოითხოვს – დამოკიდებულება და ურთიერთობა იყოს ღია, პირდაპირი კომუნიკაცია და ყველაზე საკითხზე იყოს გახსნილი თანამშრომლობა“, – აცხადებს ქადაგიშვილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება