fbpx

არჩილ თალაკვაძე: პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს

„პოლიტიკური პარტია რომ კვლევებით გახდეს წარმატებული და მით უმეტეს, გამარჯვებული, ასეთი რამ პოლიტიკის ისტორიას არ ახსოვს. პირიქით, პარტია უნდა იყოს ჯერ წარმატებული, რომ კვლევაში შესაბამისად აისახოს მისი რეიტინგი“- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ, რითაც IRI-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევებს გამოეხმაურა.

თალაკვაძის თქმით, „თუ “ნაციონალურ მოძრაობას” იმ ფონზე, რაც შიგნით ხდება, უხარია, რომ კვლევებში ის სადღაც არსებობს ამ 14%-იანი რეიტინგით, რომელიც მათთვისაც კი ანტი-რეკორდია, ეს მათი საქმეა. რა თქმა უნდა, არ უნდა გამოვრიცხოთ, რომ პარტიის დღევანდელ ლიდერებს ეს რეიტინგიც კი უხარიათ.“

მისივე თქმით, საზოგადოებასთან ყოველდღიური კომუნიკაციის მეშვეობით, მათ უფრო აქვთ ობიექტური ინფორმაცია, თუ რა განწყობაა დღეს საზოგადოებაში.

„სინამდვილეში, ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს ამომრჩეველთან, საზოგადოებასთან, ვიცით, რა სამუშაო ჩავატარეთ, ასევე რა პრობლემები და გამოწვევებია, რომელზეც ვმუშაობთ და რომელიც მომავალში არის გადასაწყვეტი. შესაბამისად, ჩვენ გვაქვს უფრო ობიექტური ინფორმაცია, თუ რა განწყობებია დღეს საზოგადოებაში, ვინაიდან, არამხოლოდ ორ-კვირიანი კვლევები, არამედ თვეების განმავლობაში ყოველდღიური კომუნიკაცია გვაქვს ჩვენ საზოგადოებასთან.“- განაცხადა თალაკვაძემ.

თალაკვაძემ ისაუბრა საზოგადოების ძლიერ მხარდაჭერაზე და ასევე პარტიების მხრიდან რეიტინგებით მანიპულირებაზე. მისი თქმით, ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს მაშინ, როცა არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ.

„ჩვენ ვთვლით, რომ „ქართულ ოცნებას“ აქვს ძლიერი მხარდაჭერა საზოგადოების მხრიდან. ვსაუბრობთ შესრულებულ სამუშაოზე, ასევე პრობლემებზე, რომელიც ჯერ კიდევ რჩება დღის წესრიგში და რასაკვირველია ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის დემოკრატიული არჩევნების შემდეგ მომავალზეც აიღოს პასუხისმგებლობა. რა თქმა უნდა, ოპოზიციური პარტიები კვლევებით ქმნიან დღის წესრიგს. ალბათ შიგნითაც ერთმანეთში ვაჭრობენ ამ შედეგებით. ეს მათი საქმეა, როცა სხვა დღის წესრიგი და არჩევნებში გამარჯვების იმედი არ გაქვს, მაშინ შეიძლება მხოლოდ კვლევებით ააწყო შენი პარტიული საქმიანობა, მაგრამ ვიმეორებ, კვლევებით გამარჯვებული და წარმატებული პარტია ჯერ არ გვინახავს. პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციას, IRI-ს მიერ გაწეულ სამუშაოს თუმცა, უნდა გვესმოდეს, რომ ამ პოლიტიკური კვლევის შედეგები 7-8 ჯერ გადამოწმდა არჩევნებით, სადაც „ქართულ ოცნებას“ უწინასწარმეტყველებდნენ ძალიან დაბალ შედეგებს და ხშირ შემთხვევაში უმრავლესობის დაკარგვასაც. გამოჩნდა, რომ ჩვენს პარტიას აქვს უფრო მეტი მხარდაჭერა, ვიდრე ოპოზიციურ პარტიებს ერთად აღებული.“- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება