fbpx

არჩილ თალაკვაძე „ნაცმოძრაობას“: დღესაც მთელი ზიზღის პროვოცირებას აკეთებთ ერთ ადამიანზე, რომლის გაკეთებულ საქმეებზე და დაფინანსებულ პროექტებზე ლენტებს ჭრიდით

8 თვის განმავლობაში ოპოზიციური პარტიები ჰყავდათ შანტაჟის ქვეშ. არავითარი შეთანხმება მათ არ უნდოდათ. საერთოდ არ უნდოდათ რომ პარლამენტი ჰყოლოდა ამ ქვეყანას. მათი ერთადერთი დევიზი იყო – სანამ ჩვენ არ გავიმარჯვებთ, არც ერთი არჩევნები არ არის ლეგიტიმური. ეს არის მეგობრებო ორუელის კიდევ ერთი პოსტულატი. ორუელიც კი შეიტანდა ამას თავის წიგნში, რომ ჰქონოდა საშუალება, ზუსტად ეს არის 1984-ის სცენარის ნაწილი რასაც თქვენ აკეთებდით, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, არჩილ თალაკვაძემ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას „ნაციონალური მოძრაობის“ მისამართით განაცხადა.

„დღესაც მთელი ზიზღის პროვოცირებას აკეთებთ ერთ ადამიანზე, რომლის გაკეთებულ საქმეებზე და დაფინანსებულ პროექტებზე ლენტებს ჭრიდით ისე რომ მადლობასაც კი არ უხდიდით. ეს არის თვალთმაქცობა და პოლიტიკური ფარსი, რომელშიც თქვენ ხართ წლებია. ხელისუფლებაში ყოფნის დროსაც და დღესაც, ოპოზიციაში ყოფნის დროსაც“, – განაცხადა თალაკვაძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება