fbpx

არჩილ თალაკვაძე მამუკა მდინარაძეზე – როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, პირადი ღირსება, ძალიან რთულია უპასუხოდ დატოვო

როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო, მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს – განუცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე არჩილ თალაკვაძემ „იმედის კვირას“.
არჩილ თალაკვაძე გამოეხმაურა უკრაინაში მყოფი მებრძოლის გიორგი ფარცვანიას შეურაცხმყოფელ მიმოწერას ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძესთან.
მისი თქმით, ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ამორალურად თავს დასხმოდა მამუკა მდინარაძეს.
„ეს ადამიანი გამოიყენეს იმისთვის, რომ ასე ამორალურად, ღირსების შელახვით თავს დასხმოდა ჩვენი გუნდის ერთერთ ლიდერს, მამუკა მდინარაძეს. რა თქმა უნდა, როდესაც შენს ღირსებას ეხებიან და როდესაც თმენის ვალდებულების მიღმა არის შენი ოჯახი, შენი პირადი ღირსება, აქ ძალიან რთულია რომ უპასუხოდ დატოვო მითუმეტეს ისეთი ადამიანის თავდასხმები, რომელიც ამ შემთხვევაში სპეციალურად შეარჩიეს“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება