fbpx

არჩილ თალაკვაძე: ირაკლი კობახიძეს აქვს და მომავალშიც ექნება პოლიტიკური გუნდის სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქვეყანას მეტი პროგრესი და წინსვლა მოუტანოს

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ახალ პრემიერ-მინისტრს, ირაკლი კობახიძეს გუნდის სრული მხარდაჭერა აქვს.

„ახალ პრემიერს, ირაკლი კობახიძეს აქვს და მომავალშიც ექნება პოლიტიკური გუნდისგან სრული მხარდაჭერა იმისთვის, რომ ქვეყანას მეტი პროგრესი და წინსვლა მოუტანოს და შესრულდეს ის ძირითადი ამოცანები, რომელიც ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. უპირველეს ყოვლისა, ეს გულისხმობს ქვეყნის უსაფრთხოების გამტკიცებას, მშვიდობის დაცვასა და ასევე შემდგომ ეკონომიკურ განვითარებას“, – აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ გუნდში საკადრო ცვლილებები განხორციელდა. პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი გახდა, ირაკლი კობახიძე კი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება