fbpx

არჩილ თალაკვაძე ეუთოს მინისტერიალში ილია დარჩიაშვილის მონაწილეობაზე: ოპოზიციამ სცადა ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა, თუმცა ესეც კი არ გამოუვიდათ

ოპოზიციამ სცადა ჭიქაში პატარა ნიავის მოწყობა, თუმცა ესეც კი არ გამოუვიდათ, – ასე შეაფასა პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ოპოზიციის განცხადებები ეუთოს მინისტერიალში ილია დარჩიაშვილის მონაწილეობასთან დაკავშირებით.

„კარგია, რომ ეს ადამიანები არ არიან ხელისუფლებაში და გავლენაც კი არ აქვთ არანაირი ხელისუფლების გადაწყვეტილებებზე, თორემ მათზე რომ ყოფილიყო გადაწყვეტილების მიღების პასუხისმგებლობა, ალბათ საქართველო დღეს იქნებოდა სრულ საერთაშორისო იზოლაციაში. არც მინისტერიალში მიიღებდნენ მონაწილეობას, ევროკავშირში შესვლასაც კი დაბლოკავდნენ“, – აღნიშნა თალაკვაძემ.

ჩრდილოეთ მაკედონიაში დღეს ეუთოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 30-ე სხდომა იხსნება. სხდომაში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრიც მონაწილეობს, რომელიც დელეგატებს სიტყვით მიმართავს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება