fbpx

არჩევნების გადადების ერთადერთი მექანიზმი საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაა – კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მმართველი გუნდის ლიდერის თქმით, „როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა“.

„თვითმმართველობის არჩევნების გადადების ერთადერთი სამართლებრივი მექანიზმი არსებობს, ეს არის საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება და როცა სახალხო დამცველი საუბრობს საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებაზე, ეს თავისთავად უკვე ანომალიაა.

ეს არის შიშის გამოხატულება არჩევნების მიმართ, ჩვენ ასეთი კამპანია გვახსოვს გასულ წელსაც. ეს კამპანია მაშინაც ნინო ლომჯარიამ დაიწყო, შემდეგ „სირცხვილიამ“ გააგრძელა, ამ შემთხვევაშიც, კიდევ ერთხელ დაიწყო ნინო ლომჯარიამ და „სირცხვილიადან“ მიშა მშვილდაძემ გააგრძელა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ნიშანდობლივია და მეტყველებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ძალიან ეშინია იმ არჩევნების, რომელიც კარს მომდგარია. 2020 წელს, ეს კამპანია ერთ დღეს დაიწყო და მაშინ, სამწუხაროდ, სახალხო დამცველმა გახსნა, დღესაც მან გახსნა, რაც ცუდი მოვლენაა. ყველა უნდა მოემზადოს არჩევნებისთვის და საზოგადოებას აჩვენონ, რისი რესურსი აქვთ“, – აცხადებს ირაკლი კობახიძე.

ინფორმაციისთვის, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ქვეყანაში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე მართებულად მიიჩნევს არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით მსჯელობა დაიწყო

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება