საინფორმაციო სააგენტო “იქს-ნიუსი”-ს თანადამფუძნებელი მირიან ყარაულაშვილი “ფეისბუქი”-ს საკუთარ პროფილზე წერს:
არსება, რომელიც პოლიტიკას კლოუნადად აქცევს! ![]()
=========================
აი ბატონო, ნიკა გვარამია, “მთავარი” ტელეარხის შეფთა შეფი და “ოპოზიციური მოძრაობის“ ლიდერი, რომელიც ახლა უკვე „პროტესტის სიმბოლოდ“ მოგვევლინა! ![]()
ეს არის ადამიანი, რომელიც სააკაშვილის რეჟიმის დროს გენერალური პროკურორის პოსტზე ხელს აწერდა პოლიტიკური ოპონენტების რეპრესიებს, ხოლო მოგვიანებით, “რუსთავი 2”-ს ფინანსური თაღლითობის ათასნაირი სქემებით ფული უბრალოდ მოჰპარა, რისთვისაც მისჯილი პატიმრობა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა გაურკვეველი მიზეზებით აპატია და საშობაო ინდაურის მსგავსად შეიწყალა!!!. ![]()
დღეს ეს გაინდაურებული ქათამი თბილ კარავში, ნამათხოვარ საბნებს შორის შემძვრალი, „პროტესტის ლიდერის“ როლში ხვრინავს!.
ვნახოთ სიმართლე: ნიკა გვარამიას სავალალო კარიერა სრულ სარკაზმად იქცა. იგი საკუთარი განაჩენის მძევალია: არც ლიდერია, არც რწმენა გააჩნია, არც იდეოლოგია – მხოლოდ ძალაუფლების დაუსრულებელი ტრფობა.
მისი ბრძოლა „სამართლიანობისთვის“ არ აღიქმება სერიოზულად; ეს უბრალოდ კარვის სიღრმიდან მისი კაკანით გაჟღერებული ფარსია.
– და ესაა ოპოზიციის ლიდერი, რომელმაც პოლიტიკური მუხტის გაღვივება კი არა, გაბრუებულ მდგომარეობაში ძილი აირჩია!!!. ![]()
მისი ტრაგიკული სიმბოლიკა კიდევ ერთხელ ცხადყოფს: როცა მავანისთვის პოლიტიკა ხალხის ინტერესების და პირადი ღირსების გარეშე დარჩება, საზოგადოება მხოლოდ დაცინვის ობიექტად აქცევს ამ ტიპს!.
ასე გამოიყურება „სამართლიანობისთვის მებრძოლი“, რომელმაც სამართლიანობა საკუთარ თავზე მორგებულ შოუებად აქცია. ![]()
და თუ ესაა ოპოზიციის ნამდვილი სახე, მაშინ პოლიტიკურ ველს რჩება მხოლოდ ერთი არჩევანი – ამ ოპოზიციისადმი მოსახლეობის ნდობის სრული დაკარგვა და ისტორიის სანაგვეზე მოსროლა!!!. ![]()
ესაა სულ!!!
