fbpx

არახამიამ ქართველი იანუკოვიჩი, კრიმინალი სააკაშვილი, მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში-ირაკლი კობახიძე

არახამიამ ქართველი იანუკოვიჩი, კრიმინალი სააკაშვილი, მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, – განაცხადა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

„არახამიას პირით გააჟღერეს, რომელმაც გამოიყენა ტერმინი „ქართველი იანუკოვიჩი“. მინდა, მას ვუთხრა, რომ ქართველი იანუკოვიჩი უნდა მოიკითხოს საკუთარ ხელისუფლებაში, რომელიც არის დღემდე ოფიციალური რეფორმების საბჭოს თავმჯდომარე.

საქართველოდან კრიმინალისთვის გაგდებული და შემდეგ ციხეში ჩასმული კრიმინალი სააკაშვილი არის მათი რეფორმების საბჭოს ხელმძღვანელი. შესაბამისად, ქართველი იანუკოვიჩი მოიკითხონ თავისთან, უკრაინის ხელისუფლებაში“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება