fbpx

არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით,ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს და უამრავ ადამიანს ასახელებ-კახა კალაძე

კახა კალაძე: არაფერია იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით,
ყოველდღიური ქმედებით სამშობლოს და უამრავ ადამიანს ასახელებ

არ არსებობს იმაზე დიდი ბედნიერება, როდესაც შენი საქმიანობით, ყოველდღიური
ქმედებით სამშობლოს და უამრავ ადამიანს ასახელებ, – ამის შესახებ დედაქალაქის
მერმა, კახა კალაძემ მსოფლიოს ოლიმპიური ჩემპიონებისადმი მიძღვნილ საღამოზე
განაცხადა.
მან ქართველ სპორტსმენებს მოპოვებული გამარჯვება მიულოცა და წარმატებები
უსურვა.
„მადლობა ჩვენი ქვეყნის ოლიმპიურ ჩემპიონებს იმისთვის, რაც გააკეთეს. ძალიან
კარგად ვიცი, თუ რამხელა შრომა და სირთულეები გამოიარეთ და ზოგადად, რა
დგას ამ ყველაფრის უკან. გილოცავთ და გისურვებთ წარმატებებს.
დარწმუნებული ვარ, რომ საქართველოს ჩვენ მომავალშიც ვასახელებთ“, –
განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა საქართველოს მოსახლეობას, მწვრთნელებსა და ექიმებს
თანადგომისა და გულშემატკივრობისთვის განსაკუთრებული მადლობა
გადაუხადა.
„მინდა, მადლობა გადავუხადო ადამიანებს, რომლებმაც თქვენს წარმატებაში
გარკვეული წვლილი შეიტანეს – მწვრთნელები, ექიმები. ზურაბ კახაბრიშვილის
ცრემლიანი სახე ყველას კარგად გვახსოვს. ამ ფოტომ მთელი მსოფლიო შემოიარა.
ის იყო თქვენი პირველი ქომაგი იქ, სადაც გულშემატკივრების გარეშე
ასპარეზობდით. მადლობა მას თანადგომისთვის და გაწეული საქმიანობისთვის.
მადლობა ჩვენი ქვეყნის მოსახლეობას – ყველაზე დიდ გულშემატკივრებს,
რომლებიც, მართლაც ყველაფერს აკეთებდნენ, რომ თქვენამდე ხმა მოეწვდინათ.
დიდი სტიმულია, როდესაც ამდენი ადამიანი გგულშემატკივრობს“, – აღნიშნა კახა
კალაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება