fbpx

„არანაირი „იფსოსის“ კვლევა არ არსებობს, ეს არის გვარამიას კვლევა

„გვარამიას კვლევები მისივე განწყობებს გამოხატავს“, – ამბობს უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ კვლევასთან დაკავშირებით.

„არანაირი „იფსოსის“ კვლევა არ არსებობს, ეს არის გვარამიას კვლევა და შესაბამისად, ყველა ციფრი მისივე განწყობებს გამოხატავს, იქნება ეს პოლიტიკური, სოციალური თუ სხვა საკითხი. თავად “იკვლევს”, ანალიზსაც თავად აკეთებს და თავადვე აშუქებს“, – ამბობს გია ვოლსკი.

ცნობისთვის: საზოგადოებრივი განწყობის შემსწავლელი კვლევა „მთავარი არხის“ დაკვეთით „იფსოსმა“ (უკრაინა) ჩაატარა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება