fbpx

„არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არსებობს – ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი, დათვალიერდა სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა“

თამარ ბაჩალიაშვილის საქმის პროკურორის, ლაშა კოტრიკაძის განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების ფარგლებში, დღეს თეთრიწყაროში, კონკრეტულ ლოკაციაზე, კერძო საცხოვრებელი სახლისა და საკალმახე მეურნეობის დათვალიერება მოხდა. როგორც პროკურორი განმარტავს, აღნიშნულ ადგილს თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან შემხებლობა არ აქვს: 

„ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს არის რაღაც „ვილა ალგეთის“ ტერიტორია, არანაირი „ვილა ალგეთი“ არ არის, ეს არის კერძო საცხოვრებელი სახლი. ჩატარდა საგამოძიებო მოქმედებები, დათვალიერდა კერძო საცხოვრებელი სახლის ავტოფარეხი და პირის საკალმახე მეურნეობა. რაც შეეხება ამოღებულ ნივთებს, ამ ადგილს საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თამარ ბაჩალიაშვილთან და საქმის ფაქტობრივ გარემოებებთან არანაირი შემხებლობა არ გააჩნია. ამოღებული ნივთებითაც, ამ ნივთების წარმომავლობა,კვალი, არანაირ შემხებლობას არ გვაძლევს. მიუხედავად ამისა, ადვოკატების შუამდგომლობის საფუძველზე შემდგომი ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ამოვიღეთ ნივთები საკალმახე მეურნეობის სადგომიდან, ოთახიდან ამოღებული იქნა: ბალიში, საბანი, იყო შეშის ფეჩი, საიდანაც ნახშირის ნიმუში იქნა ამოღებული, ასევე ამოვიღეთ რეზინის ფეხსაცმელი, ხის დაფა. 

რაც შეეხება ავტოფარეხს, ყველაზე მნიშვნელოვანი იყო ავტოფარეხი. იყო ვერსია, რომ თითქოს თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა იყო შეყვანილი ამ ავტოფარეხში, ეს ვერსია გამოირიცხა, რადგან ავტოფარეხის კარი ერთ მეტრზე მეტად არ იღებოდა, გაფუჭებული იყო მექანიზმი. პატრონიც არ იყენებდა.კარის გაღების შედეგად დავრწმუნდით, რომ ერთ მეტრზე მეტ მანძილზე ფიზიკურად კარი ვერ გაიღებოდა, რა მანქანის დამალვაზეა საუბარი, მანქანა ვერ შეეტეოდა ფიზიკურადაც. შესაბამისად, მტკიცებულებითი ღირებულების თვალსაზრისით, ეს ნივთები, რაიმე ინფორმაციის მატარებელი არ არის, მაგრამ მიუხედავად ამისა, ამაზე დავნიშნავთ შესაბამის ექსპერტიზას და ექსპერტიზის პასუხებიც გახდება ცნობილი“,- აღნიშნა ლაშა კოტერიკაძემ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares