არაადეკვატური და რეალობას აცდენილი ზურაბიშვილი – პრეზიდენტი დიდი ხანია მომსახურების ზონიდანაა გასული-გია ხუხაშვილი

გია ხუხაშვილი შაქარაშვილის საქმეზე საქართველოს პრეზიდენტის სკანდალურ გფანცხადებას “ნიუპოსტთან” აფასებს და ამბობს, რომ “სალომე ზურაბიშვილი მომსახურების ზონიდანაა გასული.

“ეს ქალბატონი დიდი ხანია მომსახურების ზონიდანაა გასული. ვერც კი ხვდება რას ლაპარაკობს. რაღაც ქუჩური მენტალური ფილოსოფიით გველაპარაკება. პრეზიდენტი, როცა მსგავს თემებზე ასე საუბრობს, მასზე კომენტარის გაკეთება შეუძლებელია. მისი გაკიცხვაც კი შეუძლებელია.ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, მისგან სწორი განცხადება არ მახსოვს, შემთხვევით თუ რაღაცას გაარტყა, თორე ყველაფერს რასაც ამბობს არაადეკვატური და აცდენილია რეალობას”- აცხადებს გია ხუხაშვილი “ნიუპოსტთან”.საქართველოს პრეზიდენტმა 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე კომენტარი გააკეთა.

ქვეყნის პირველი პირი ამბობს, რომ “ჯგუფური ძალადობა მიუღებელია, არაქართულია და ჩვენ ჩვენს ტრადიციებს უნდა დავუბრუნდეთ

გაუზიარე!

Shares