fbpx

ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს

გაეროს გენერალური მდივანი, ანტონიო გუტერეში ირაკლი კობახიძეს საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე დამტკიცებას ულოცავს.

“თქვენი ხელმძღვანელობით, მოუთმენლად ველი გაერთიანებული ერების ორგანიზაციასა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის გაღრმავებას მაშინ, როდესაც თქვენ ახორციელებთ თქვენს ვალდებულებას დემოკრატიული ინსტიტუტების, კანონის უზენაესობისა და გენდერული თანასწორობის გაძლიერების კუთხით. გაერთიანებული ერების ორგანიზაცია ერთგული რჩება ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მხარდაჭერისა და კონფლიქტის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებების დაკმაყოფილების მიმართ. დარწმუნებული იყავით, რომ საქართველოს მთავრობას და ხალხს შეუძლიათ, გაერთიანებული ერების მხარდაჭერისა და თანამშრომლობის იმედი ჰქონდეთ, მათ შორის, საქართველოში გაეროს წარმომადგენლების მეშვეობით, მდგრადი განვითარების მიზნების წინსვლისთვის”, – განაცხადა გუტერეშმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება