fbpx

ანრი ოხანაშვილი – ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით განხორციელებული ცვლილებები ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება

ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა, მაგალითად, შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით: წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვლელობა; ორი ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; შეკვეთით ან ანგარებით მკვლელობა; ტრეფიკინგი და არასრულწლოვანით ვაჭრობა, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა, წამების მუქარა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, აღნიშნული ცვლილებები ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება.

„ეს ცვლილებები განაპირობა კონკრეტული დანაშაულების კომპლექსურობამ, დანაშაულის ჩადენის ტექნოლოგიურმა განვითარებამ, რომლებიც, განსაკუთრებით, დღევანდელი გეოპოლიტიკური გამოწვევების გათვალისწინებით, ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლესა და უსაფრთხოებას მომეტებულ საფრთხეს უქმნის.

ამიტომ, ჩვენი ვალდებულებაა გავაუმჯობესოთ დანაშაულთან ბრძოლისა და ჩვენი მოქალაქეების დაცვის მექანიზმები, რომლებიც საგამოძიებო ორგანოებს მისცემს დანაშაულის ჩადენის თანამედროვე მეთოდებთან ბრძოლის კიდევ უფრო ეფექტიან სამართლებრივ შესაძლებლობას.

აქედან გამომდინარე, ფარული საგამოძიებო მოქმედების გახანგრძლივება და პოტენციური დამნაშავისთვის ამის შესახებ შეტყობინების გადავადება შესაძლებელი გახდა, მაგალითად, შემდეგ დანაშაულებთან მიმართებით:
წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მკვლელობა, ოჯახის წევრის მკვლელობა; არასრულწლოვანის ან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის მკვლელობა; ორი ან მეტი პირის მკვლელობა; მკვლელობა განსაკუთრებული სისასტიკით; შეკვეთით ან ანგარებით მკვლელობა; ტრეფიკინგი და არასრულწლოვანით ვაჭრობა, „ქურდული სამყაროს” საქმიანობის მხარდაჭერა, წამების მუქარა, ნარკოტიკული საშუალებების გასაღება; ტერორიზმი და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები.
ამრიგად, აღნიშნული ცვლილებები სწორედ რომ ჩვენი საზოგადოების თითოეული წევრის უსაფრთხოებისა და სიცოცხლის დაცვას ემსახურება“ – განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება