fbpx

ანი შაქარაშვილი – გიორგი შაქარაშვილის და-ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა

“პირველ რიგში მინდა აღვნიშნო რომ ეს ნაგავი ახვლედიანი გიოს ძმაკაცი არ ყოფილა არასდროს. ალბათ ყველა კარგად დააკვირდით კადრებში თუ როგორ ცდილობს გიო მის დაცვას და ეს ნაძირალა კი რომელიც ,, დაზარალებულად ” არის ცნობილი პირველ ჩვენებაში ამტკიცებს, რომ გინებით მისდევდნენ მასაც და გიოსაც მკვლელები, ხოლო ახლა ეს ლაჩარი ცვლის ჩვენებას და ამტკიცებს რომ თურმე საცემად არ მისდევდნენ. თუ მართლა ასე იყო რისთვის იჯექი ბუჩქებში კურდღელივით განაბული? ბუჩქებში კი არა შენი ადგილი მკვლელების გვერდით არის საკანში შენ ცოცხლად მოსიარულე ლეშს ჩემი მკვდარი ძმა ჯობია.”

ანი შაქარაშვილი – გარდაცვლილი გიორგი შაქარაშვილის და

აღნიშნული განცხადება შაქარაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მეგობარმა ვახო ახვლედიანმა ჩვენება შეცვალა და თქვა, რომ თავდამსხმელების მიზანი ფიზიკური ანგარიშსწორება არ ყოფილა.

ამ ეტაპზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულია 17 პირი. შსს-მ გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლიც დაამატა. ახლა გამოძიება ორი მუხლით მიმდინარეობს – თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა (სსკ-ის 143-ე) და ძალადობის მუხლებით.

19 ივნისს საღამოს კლუბ „საბურთალოს“ ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. სამართალდამცველებმა, სამაშველო სამსახურებმა და მყვინთავებმა შეტყობისთანავე დაიწყეს სამძებრო სამუშაოები. ფეხბურთელს 70 მეხანძრე-მაშველი და მყვინთავთა 7 ჯგუფი ეძებდა. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი მდინარეში იპოვეს.

გაუზიარე!

Shares