fbpx

ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს, ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან მშვიდობის მსურველებს

ანდრია ჯაღმაიძე: საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს, ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან მშვიდობის მსურველებს. არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ომში ჩათრევის კურსი და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი ,,ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, “ – წერს საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე. როგორც ანდრია ჯაღმაიძე წერს, არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს. არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა ქვეყნის მშვიდობიანი კურსი. მან თქვა, რომ მშვიდობიანი კურსი, ნიშნავს აფხაზებთან და ოსებთან სიყვარულზე აგებულ ურთიერთობას და არ ეთანხმება არანაირ მოწოდებას ძმებთან ახალი სისხლისღვრისკენ. აი ეს არ მოიწონეს ტრენდს აყოლილებმა. “ღვთისმოყვარენი აღივსებიან ყოველგვარი კეთილი აზრით და ცათა მსურველნი ამ ცხოვრებას მოიძაგებენ, მაგრამ ამგვარნი არ მოსწონთ მრავალთ, ისევე როგორც არც თვით ამათ მოსწონთ მრავალნი”. ანტონი დიდი.” წერს Facebook-ზე ჯაღმაიძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება