fbpx

ანდრია გვიდიანი: უნიჭო “ფეიქი” გაავრცელეს, თითქოს მოსკოვი-თბილისის ბორტზე “რუსებს ცეკვით დავხვდით” – სინამდვილეში „ნაციონალების“ ტელევიზიაში გასული ცეკვის ვიდეოები თბილისი-კიევის 2021 წლის კადრებია

ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში და სხვადასხვა ტელეარხებზე გავრცელებულ ვიდეოს ეხმაურება, რომელიც  დასათაურებულია როგორც „აზიმუტის“ თვითმფრინავში შესრულებული ქართული ცეკვა.

მისი თქმით, მართალია „ნაციონალურ მოძრაობას“ ტყუილების გარეშე არსებობა არ შეუძლია, თუმცა, მათ ვერ გათვალეს, რომ გავრცელებული ტყუილი მალე გამოაშკარავდებოდა და საზოგადოება გაიგებდა, რომ სინამდვილეში აღნიშნული ვიდეო თბილისი-კიევის ბორტზეა გადაღებული.

“”ნაცმოძრაობის” ტელეკლოაკებმა უნიჭო ფეიქი გაავრცელეს, რომ თითქოს მოსკოვი-თბილისის ბორტზე “რუსებს ცეკვით დავხვდით”.

გასაგებია, რომ ნაციონალებს ტყუილების გარეშე არსებობა არ შეუძლიათ, მაგრამ ყველაზე თვალსაჩინო მათი უნიჭობაა.

სინამდვილეში ნაციონალების ტელევიზიაში გასული ცეკვის ვიდეოები თბილისი-კიევის 2021 წლის კადრებია. ისეთი უნიჭოები არიან, ისიც ვერ გათვალეს, რომ ტყუილს მოკლე ფეხები აქვს.“ – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება