fbpx

ანდრია გვიდიანი ვაშაძე-ხოშტარია-ჯაფარიძეზე: არ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება რაღაც შედეგზე გავა – პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, საფუძველშივე განწირულია


მე არ ვფიქრობ, რომ ეს გაერთიანება რაღაცა შედეგზე გავიდეს. რადგან, პოლიტიკური გაერთიანება, რომელსაც ხალხის მხარდაჭერა არ აქვს, საფუძველშივე განწირულია, – ამის შესახებ ექსპერტმა, ანდრია გვიდიანმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა, რითაც „სტრატეგია აღმაშენებელის“, „დროას“ და „გირჩი მეტი თავისუფლებას“ ერთობა შეაფასა.

„ეს ადამიანები ზუსტად გააგრძელებენ იმის კეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, რადიკალურ-ობსტრუქციულ პოლიტიკას. მე მათი გამოცვლის იმედი არ მაქვს. ისინი აპირებენ ზუსტად იმის გაგრძელებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ ცალ-ცალკე და ახლა ერთი ქოლგის ქვეშ გაერთიანდებიან და იმავეს გააგრძელებენ.

ამ ადამიანებს ავიწყდებათ, რომ ამ პოლიტიკაზე, რასაც ისინი ატარებენ, ქართული საზოგადოების მხრიდან ეს დაკვეთა არ არის“, – განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

ზურაბ ჯაფარიძემ, გიორგი ვაშაძემ და ელენე ხოშტარიამ პოლიტიკურ შეთანხმებას მიაღწიეს და ერთი პოლიტიკური გეგმით იმოქმედებენ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება