fbpx

ანდრია გვიდიანი „გორბის” კვლევაზე: სინამდვილეში ასეთია ქართული საზოგადოების რეალური განწყობები

ანდრია გვიდიანი „გორბის” კვლევაზე: სინამდვილეში ასეთია ქართული საზოგადოების რეალური განწყობები. ქართველი ხალხი ყოველთვის ახერხებდა ბრძნულად და სიღრმისეულად გაეანალიზებინა არსებული ვითარება ექსპერტი ანდრია გვიდიანი „გორბის“ მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება და წერს – „სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ქვეყნის მტერი ოპოზიცია საკუთარი ტელე-კლოაკებით გამუდმებით ცდილობს ქაოსის შექმნას, რაც, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის საზოგადოების რეალურ განწყობებთან“ მისი თქმით მიუხედავად მათი თავდაუზოგავი მცდელობებისა, საზოგადოების ტვინები ვერ გამორეცხეს და ხალხი აბსოლუტურად ჯანსაღად და სიღრმისეულად აფასებს მიმდინარე პროცესებს. „სინამდვილეში ასეთია ქართული საზოგადოების რეალური განწყობები. ქართველი ხალხი ყოველთვის ახერხებდა ბრძნულად და სიღრმისეულად გაეანალიზებინა არსებული ვითარება. სამწუხარო კი ის არის, რომ ამ ქვეყნის მტერი ოპოზიცია საკუთარი ტელე-კლოაკებით გამუდმებით ცდილობს ქაოსის შექმნას, რაც, რა თქმა უნდა, ახლოსაც არ არის საზოგადოების რეალურ განწყობებთან. მიუხედავად მათი თავდაუზოგავი მცდელობებისა, საზოგადოების ტვინები ვერ გამორეცხეს და ხალხი აბსოლუტურად ჯანსაღად და სიღრმისეულად აფასებს მიმდინარე პროცესებს. კვლევა გვეუბნება: ქართველი ხალხი დადებითად აფასებს, ხელისუფლების გადადგმულ ნაბიჯებს – ომის თავიდან არიდებასთან, სანქციებთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით; ქართველ ხალხს უნდა მშვიდობა; ქართველ ხალხს უნდა ევროპა; ქართველი ხალხი ერთმანეთისგან ადვილად ასხვავებს კრიმინალს და “პოლიტპატიმარს; ქართველი ხალხისთვის მიუღებელია ომში ჩათრევის ნებისმიერი მცდელობა; ქართველი ხალხი ადვილად ცნობს მოღალატეებს და საზოგადოებამ იცის, რომ ქვეყნის ომში ჩართვა ყველაზე მეტად ნაციონალურ მოძრაობას სურს; P.S. – ქართველი ხალხი მარტივად არჩევს სიმართლეს და ტყუილს; ომის და მშვიდობის მომხრეებს; პატრიოტიზმს და მოღალატეობას; პასუხისმგებლიან და უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს;“- წერს გვიდიანი Facebook-ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება