fbpx

ანდრია გვიდიანი: ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!

როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს “გადარჩენისთვის იბრძვიან”?! – ვინმეს სჯერა ამ სისულელის? – ასე ეხმაურება ექსპერტი ანდრია გვიდიანი მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

როგორც გვიდიანი აღნიშნავს, ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს.

„როცა ყოფილი პრეზიდენტი და ნახევარი პოლიტიკური კლასი ამერიკის ხელისუფლებას პოლიტიკურ მართლმსაჯულებაში ადანაშაულებს, ამ დროს იცლიან და ქართული სასამართლოს “გადარჩენისთვის იბრძვიან”?! – ვინმეს სჯერა ამ სისულელის?
ყველაზე სამარცხვინო არის ჩანაწერი, რომ მოსამართლეთა დასანქცირების გადაწყვეტილება თურმე “სანდო წყაროებზე” დაყრდნობით მიიღეს. რას ნიშნავს სანდო წყაროზე დაყრდნობით, სხვა ქვეყნის მოსამართლეების დასანქცირება? ამერიკის სახელმწიფო დეპარატემენტია, თუ მეორე ხარისხოვანი ყვითელი პრესა, სანდო წყაროებზე დაყრნობით რომ იღებს გადაწყვეტილებას?!
ასევე სამარცხვინოა, როცა “მეგობრის” ნიღაბს ამოფარებული უხეშად ცდილობ ქვეყნის სუვერენიტეტის შერყევას. ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა. სხვა ლოგიკური და რაციონალური ახსნა ამ ნაბიჯს უბრალოდ არ აქვს.
ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება უკვალოდ არ ჩაივლის და, სამწუხაროდ, საქართველო-აშშ-ის პარტნიორობაში მხოლოდ ნეგატიურ როლს ითამაშებს.“ – წერს გვიდიანი facebook – ზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება