fbpx

ანდრია ბასილაია ბუკიას ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

ანდრია ბასილაია ბუკიას ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო
საბურთალოს რაიონის გამგეობა, ინფრასტრუქტურული პროექტების ფარგლებში,
ბუკიას ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოებს ახორციელებს.
მიმდინარე პროცესს თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაია და
საბურთალოს გამგებელი გაიოზ ვასაძე ადგილზე გაეცნენ.
პროექტის მიხედვით, 2 500 კვადრატულ მეტრ ფართობზე შესაბამისი
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩატარდება. განახლდება შადრევანი, რომელსაც
სრულიად ახალი დიზაინი ექნება. ასევე, მოეწყობა ჭადრაკის სივრცე, LED
განათების ქსელი და ძველი ინვენტარი თანამედროვე ინფრასტრუქტურით
შეიცვლება. ტერიტორიაზე გამწვანების სამუშაოებიც განხორციელდება.
აღნიშნული პროექტისთვის საბურთალოს რაიონის გამგეობის ბიუჯეტიდან 935 083
ლარია გამოყოფილი.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება