ნაძალადევის რაიონს კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა.როგორც დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ დღეს თბილისის მუნიციპალიტეტისმთავრობის სხდომაზე განაცხადა, ანაპის 414-ე დივიზიის ქუჩაზე მდებარე სკვერსკაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა.„ნაძალდევის რაიონს, ანაპის 414-ე დივიზიონის ქუჩაზე („უნივერსამის“ მიმდებარეტერიტორია) კიდევ ერთი რეკრეაციული სივრცე შეემატა. პროექტის ფარგლებში, 4000 კვ.მ ფართობზე შესრულდა გამწვანებისა და ინფრასტრუქტურულისამუშაოები, დამონტაჟდა შადრევანი, განათების ბოძები, ტრენაჟორები, საბავშვოგასართობი ატრაქციონის კომპლექტი და დასასვენებელი პავილიონი. აღნიშნულისივრცე ყველანაირად მოწესრიგდა.მადლობა ყველა იმ კომპანიას, ვინც აღნიშნული სამუშაოების წარმოებაშიმონაწილეობდა. ამ ტიპის პროექტების განხორციელებას მომავალშიცგავაგრძელებთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.