fbpx

ამ ტექსტს დაუჭირეს მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და დღეს გულზე მიხაკები აქვთ მიბნეული

ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე-

ამ ტექსტს დაუჭირეს მხარი ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა და დღეს გულზე მიხაკები აქვთ მიბნეული.

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა
რეზოლუცია 1633 (2008) 1
საქართველოსა და რუსეთს შორის ომის შედეგები

5. თუმცა, 2008 წლის 7 აგვისტოს, საქართველოს სამხედრო ძალების
მიერ ცხინვალის დაბომბვის გაუფრთხილებლად დაწყებით, ესკალაცია
ახალ, კერძოდ ღია და სრულმასშტაბიანი საომარი მოქმედებების
საფეხურზე გადავიდა. მძიმე არტილერიისა და კასეტური ბომბების
გამოყენება, რამაც სერიოზული საფრთხე შეუქმნა სამოქალაქო
მოსახლეობას, წარმოადგენდა სამხედრო ძალის არაპროპორციულ
გამოყენებას საქართველოს მხრიდან, მიუხედავად იმისა, რომ
აღნიშნული ხდებოდა მისი ტერიტორიის ფარგლებში და როგორც
ასეთი, საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლისა და საქართველოს
მიერ აღებული ვალდებულების დარღვევას, კონფლიქტები
გადაწყვიტოს მშვიდობიანი საშუალებებით.
6. იმავდროულად, რუსეთის საპასუხო შეტევამ, მათ შორის
ფართომასშტაბიანმა სამხედრო მოქმედებებმა ცენტრალურ და
დასავლეთ საქართველოსა და აფხაზეთში, ასევე ვერ უზრუნველყო
პროპორციულობისა და საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის
პრინციპების დაცვა და წარმოადგენდა ევროპის საბჭოს პრინციპების,
ისევე როგორც რუსეთის, როგორც წევრი სახელმწიფოს საწესდებო
მოვალეობებისა და მიერ მიერ გაწევრიანებისას აღებული
განსაკუთრებული ვალდებულებების დარღვევას. ამან შედეგად მოიტანა
საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაცია, ისევე
როგორც დარტყმები სახელმწიფოს ეკონომიკურ და სტრატეგიულ
ინფრასტრუქტურაზე, რაც შეიძლება მიჩნეულ იქნეს ან პირდაპირ
შეტევად საქართველოს სუვერენიტეტზე და შესაბამისად, ევროპის
საბჭოს წესდების დარღვევად, ან რუსეთის მცდელობად,
გაეფართოებინა საკუთარი გავლენა უახლოესი საზღვარგარეთის
სახელმწიფოზე, მის მიერ გაწევრიანებისას აღებული ვალდებულების
დარღვევით, რაც გულისხმობს ამდაგვარ კონცეფციაზე უარის თქმას.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება