fbpx

ამ საგიჟეთში, ერთი ნათელი ადამიანი დავინახე დეა კაპანაძე, რომელმაც არ გააშიშვლა თავის ახლობელი ადამიანი-მანჩო გიორგობიანი

ადამიანებო, ნუ გავიწყდებათ, რომ ჩვენ მხოლოდ Homo Sapiens კი არ ვართ, არამედ უნდა ვეცადოთ ვიყოთ Homo MORALES !.. სინდისის და ნამუსის ძარღვია, რაც ცხოველებისგან გაგვანსხვავებს…ეს, რაც ხდება მიცვალებულებთან დაკავშირებით , არის უკიდეურესი უზნეობა და ვერანაირი “კეთილი ზრახვებით” და “გამოძიების” სურვილით ვერ გამართლდება ეს განუზომელი სიბინძურე, ასევე ვერ გამართლდება , როდესაც თავდაცვის მიზნით და იმის გამო, რომ “თვითმკვლელობამდე მიყვანა” არ დაბრალდეთ, უახლოესი ადამიანებიც კი ახურდავებენ და ნაწილ-ნაწილ ათრევენ თავიანთ მიცვალებულებს… მით უმეტეს, სანამ ნახევარმილიონიანი ნახვები ექნება ამ დაუნდობლობას, მანამ გაგრძელდება ეს ამორალობა!

იქამდე მივიდა ეს უზნეობა, რომ უკვე სანამ სახელმწიფო და კანონი არ დაიცავს მიცვალებულებს, მანამდე გაგრძელდება ეს ყველაფერი და მერე ნუ გაიკვირვებთ, პირუტყვები , ნამუსის ძარღვგაწყვეტილი ამებები საიდან გამოგვერია ახალგაზრდებშიო …ამ საგიჟეთში, ერთი ნათელი ადამიანი დავინახე , კარგი მეგობარი , რომელმაც არ გააშიშვლა თავის ახლობელი ადამიანი და არ გახადა ქვეყნის საჭორაოდ, დეა კაპანაძე გამოვარჩიე , საოცრად კულტურული გოგო და იმასაც ერჩიან, როგორ გაბედა და პირველივე დაძახებაზე არ გამოცხადდა “მთავარ საგამოძიებო კანტორაში” თურმე! კარგით რა! მართლა და მართლა.

ვინ დაგნიშნათ გამომძიებლებად?! რა უფლებით ლანძღავთ და აშავებთ გოგოს, რომელიც ერთად აღებული ჭირისუფლიან -გულშემატკივრებიანად ყველას გჯობიათ მანდ!?!! …ყოჩაღ , დეას მშობლებს! კარგი შვილი აღუზრდიათ .. დეა ❤ , გულწრფელად გისამძიმრებ მეგობრის დაღუპვას, შენზე ძალიან არც არავის უნერვიულია ამ ტრაგედიაზე, როგორც ვატყობ…ზოგი საკუთარ ტყავს უფრთხილდება, თვითმკვლელობის ვერსიას ებრძვის , ზოგს პოპულარობა და რეიტინგები სურს თამარზე ზღაპრების შეთითხვნის ხარჯზე… საცოდავი გოგო … უფალო შეიწყალე…


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares