fbpx

ამ კვირიდან უნდა დავინახოთ შეზღუდვების ეფექტი-თამარ გაბუნია

ამ კვირიდან უნდა დავინახოთ შეზღუდვების ეფექტი და სტაბილიზაციის მცირედი ნიშნები აჭარასა და თბილისში მაინც“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ განაცხადა.

მისი თქმით, ინფიცირების 6000-ზე მეტი ახალი შემთხვევის დადასტურება, როგორც ყოველთვის, შაბათ-კვირას გაკეთებული ტესტების შედარებით მცირე რაოდენობის გამო მოხდა.

„დღეს ახალი შემთხვევების რაოდენობამ 6 ათასს გადააჭარბა, თუმცა ეს ჩვეულებრივი „სამშაბათის ეფექტია“, როდესაც კუმულაციური რაოდენობა გვაქვს იმ შემთხვევების, რაც კვირას არ დადასტურდა.

ამას ემატება ორშაბათი და ჯამურად რომ განვიხილოთ, ამ ორი დღის საშუალო მაჩვენებელი არის დაახლოებით 4500. ეს მიჰყვება იმ ტენდენციას, რომელიც იყო ბოლო დღეების განმავლობაში. 4500-5000 შემთხვევა, ბუნებრივია, ძალიან ბევრია“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება