fbpx

ამ ეტაპზე “ხალხის ძალის” მამოძრავებელი ეროვნული კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადეკვატურად და სწორად ისევ აფხაზეთში იქნა შეფასებული, რაც ალბათ ჩვენი ხალხების შემდგომ დაახლოვებას შეუწყობს ხელს

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენისადმი გაგზავნილ საპროტესტო პეტიციას ეხმიანება.

“ევროპული “ენ-ჯე-ო-ების” ამ შეფასებამ კარდინალური ცვლილება უნდა შემოიტანოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში. თუ აქამდე მსგავსი საფრთხის კანონპროექტს მომენტალურად აკრავდნენ “რუსული კანონის” სტიგმას, დღეიდან, ევროპულ გზაზე მყოფ საქართველოში – ყველაფერს არადემოკრატიულს, შემზღუდავს და “სამოქალაქო სექტორისთვის”, თუნდაც დაუსაბუთებელი საფრთხის შემცველ ინიციატივას, ევროპელების მსგავსად – “ამერიკული კანონი” უნდა ეწოდოს. რა თქმა უნდა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში”, – წერს დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, უცხოური გავლენების გამჭვირვალების” შესახებ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა შეუქცევადი პროცესები გამოიწვია არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში.

“უცხოური გავლენების გამჭვირვალების” შესახებ “ხალხის ძალის” მიერ ინიცირებულმა კანონპროექტმა, როგორც ჩანს ორ ძირითად მიზანს მაინც მიაღწია: 1) გააშიშვლა აშშ-ს ელჩის და მისი ამჟამინდელი ადმინისტრაციის ანტიქართული და ანტისახელისუფლებო ზრახვები და 2) საერთაშორისო არენაზე ბიძგი მისცა შეუქცევად პროცესებს.

კერძოდ, ევროკავშირის სივრცეში მოქმედმა, ძირითადად ამერიკიდან დაფინანსებულმა 230-მდე “სამოქალაქო სექტორის” წარმომადგენელმა (სადაც უმრავლესობა LGBTQ+ თემს წარმოადგენს), მათ შორის ჩვენთვის კარგად ცნობილმა ფიგურანტებმა: Transparency International EU, Human Rights Watch და Amnesty International-მა – ევროკომისიის პრეზიდენტ ურსულა ფონ დერ ლაიენს გაუგზავნეს საპროტესტო პეტიცია.

ისინი ეწინააღმდეგებიან ევროზონაში ამერიკული FARA-ს ანალოგის შემოღებას, ვინაიდან: “სხვა ქვეყნებში უკვე მიღებულმა მსგავსმა კანონებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების სივრცე და გამოყებებული იქნა, როგორც ინსტრუმენტი კრიტიკული ხმების გასაჩუმებლად.” ასე ღიად ამერიკული კანონი – “ანტიდემოკრატიულად”, “ხალხის ძალის” გარდა, ჯერ არავის უხსენებია.

ევროპული “ენ-ჯე-ო-ების” ამ შეფასებამ კარდინალური ცვლილება უნდა შემოიტანოს საქართველოს საკანონმდებლო სივრცეში. თუ აქამდე მსგავსი საფრთხის კანონპროექტს მომენტალურად აკრავდნენ “რუსული კანონის” სტიგმას, დღეიდან, ევროპულ გზაზე მყოფ საქართველოში – ყველაფერს არადემოკრატიულს, შემზღუდავს და “სამოქალაქო სექტორისთვის”, თუნდაც დაუსაბუთებელი საფრთხის შემცველ ინიციატივას, ევროპელების მსგავსად – “ამერიკული კანონი” უნდა ეწოდოს. რა თქმა უნდა მხოლოდ უკიდურესად ნეგატიურ კონტექსტში.

“ხალხის ძალის” მიერ ბიკფორდის ზონარის წაკიდებამ, არა მხოლოდ ევროპული სივრცე ააფეთქა, არამედ ჩვენი სეპარატისტული რეგიონებიც. აფხაზეთის დე-ფაქტო ოპოზიციამ საკუთარ ტერიტორიაზე მოქმედი “ენ-ჯე-ო” სექტორის გამჭვირვალების შესახებ კანონის შემოღება მოითხოვა. რა საკვირველია, ამის მოწინააღმდეგე პოლიტიკურმა ძალებმა, მომენტალურად ამ იდეას ახალი სტიგმა მიაკერეს – “ქართული კანონი”.

ამ ეტაპზე “ხალხის ძალის” მამოძრავებელი ეროვნული კანონშემოქმედებითი საქმიანობა ადეკვატურად და სწორად (თუნდაც ტერმინოლოგიურ ნაწილში) – ისევ აფხაზეთში იქნა შეფასებული, რაც ალბათ ჩვენი ხალხების შემდგომ დაახლოვებას შეუწყობს ხელს. მანამდე კი, პირადად მე ვუერთდები ევროპულ შეშფოთებულ შეშფოთებას, დემოკრატიის უკუსვლას და აგრესიულ რიტორიკას: “არა – ამერიკულ კანონს!”, – წერს ქართველიშვილი Facebook-ის საკუთარ გვერდზე.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება