fbpx

ამჯერად ადგილობრივებთან შეხვედრა საღრძეში, სოფელ აბასთუმანში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროში, ქიქინეთში, ფარეხაში, ვარხანში, არალსა და წარბასთუმანში გაიმართა.

ადიგენის მუნიციპალიტეტში მოსახლეობასთან შეხვედრები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში აქტიურად მიმდინარეობს. ამჯერად ადგილობრივებთან შეხვედრა საღრძეში, სოფელ აბასთუმანში, ხარჯამში, წახანში, წახანწყაროში, ქიქინეთში, ფარეხაში, ვარხანში, არალსა და წარბასთუმანში გაიმართა. საერთო კრებებსა და კონსულტაციებზე მოსახლეობის მიერ წარმოდგენილი საპროექტო წინადადებებიდან ხმათა უმრავლესობით თითოეულ დასახლებაში შემდეგი პრიორიტეტები გამოვლინდა: საღრძე-გარე განათების ქსელის მოწყობა; სოფელი აბასთუმანი-გარე განათების ქსელის მოწყობა; ხარჯამი- შიდა საუბნო გზის რეაბილიტაცია; წახანი-სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; წახანწყარო-სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ქიქინეთი- გარე განათების ქსელის მოწყობა; ფარეხა- სოფელში მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ვარხანი-გარე განათების ქსელის მოწყობა; არალი-სასმელი წყლისათვის მილს შეძენა; წარბასთუმანი-სასმელი წყლის ქსელის რეაბილიტაცია; ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტის მასშტაბით 53 სოფელში საერთო კრებები და კონსულტაციები უკვე ჩატარდა. პროგრამის ფარგლებში ის პროექტები განხორციელდება, რომლებიც მნიშვნელოვანია და ადგილობრივების უმრავლესობა გადაწყვეტს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება