fbpx

ამირან გამყრელიძე: დღეს გვქონდა პიკი…

ჯანდაცვის მინისტრთან შეხვედრაზე განვიხილეთ ლაბორატორიული კვლევების გაფართოების საკითხი. ძირითადი აქცენტი მოლეკულურ კვლევებზეა. დღეს ჩვენ გვქონდა პიკი – ერთ დღეში 12 ლაბორატორიაში ჩატარდა 1 096 კვლევა. კვლევებში 5 ლაბორატორიიდან 12 ლაბორატორიამდე ავედით და იქითა კვირიდან კიდევ 3-ის დამატებაა გათვალისწინებული. გვინდა, რომ მაისის 15 რიცხვამდე დღიურად 1 500-დან 1700-მდე კვლევა ვაწარმოოთ.

15 მაისის შემდგომ უკვე ვაპირებთ 2 000-დან 2 500 კვლევამდე ასვლას ვაპირებთ. როდესაც შეზღუდვითი ღონიძიებების შემსუბუქება ხდება, აუცილებელია, უფრო ფართომასშტაბიანი და უფრო ფართო ხელმისაწვდომობა იყოს PCR კვლევაზე. ასევე მეორე მხრივ, აუცილებელია ჰოსპიტალური სისტემის და პირველადი ჯანდაცვის სისტემის სრული მზადყოფნა. აი, ამ მიმართულებით მიდის ახლა ქვეყანა. ვფიქრობ, რომ აქამდე გატარებულმა ზომებმა, რაც სახელმწიფომ, საზოგადოებამ – ყველამ ერთად გაატარა, მოგვიყვანა იქამდე, რომ ჩვენთან ინფექცია ჯერჯერობით ისევ დუნედ იზრდება, ანუ არ გვაქვს დიდი ნახტომისებური ზრდები,“ – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება