fbpx

ამერიკა საქართველოს გვერდით 30 წელია დგას და ეს მხარდაჭერა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა-ჯინ შაჰინი

შეხვედრებზე მთავრობას მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ გააგრძელონ მხარდაჭერა ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში, – ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა ჯინ შაჰინმა „თბილისი მარიოტში“ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ამერიკა საქართველოს გვერდით 30 წელია დგას და ეს მხარდაჭერა მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დაფიქსირდა.

„რამდენიმე დღის წინ შესრულდა უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთი წლის თავი. ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ამ პერიოდში, საქართველოში ყოფნა, რადგანაც საქართველომაც ზუსტად მსგავსი სიტუაცია გამოცადა საკუთარ თავზე 2008 წელს.

დღეს შესაძლებლობა გვქონდა შევხვედროდით სამოქალაქო საზოგადოების წევრებს, განვიხილეთ სტრატეგია, განსაკუთრებით, შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით.

შეხვედრა გვქონდა პარლამენტის წევრებთან, პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან. ყველა ამ შეხვედრაზე ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვხატეთ ჩვენი მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

აშშ 30 წელია საქართველოს მხარდამხარ დგას და მხარს უჭერს საქართველოს, ქართველი ხალხის მისწრაფებას იცხოვრონ დემოკრატიული ქვეყანაში, ჰქონდეთ კეთილდღეობა, წარმატება და რა თქმა უნდა, მხარს უჭერს საქართველოს მისწრაფებას გახდეს ევროკავშირისა და ნატო-ს წევრი. რა თქმა უნდა, ეს მხარდაჭერა ჩვენ, დღეს, კიდევ ერთხელ დავადასტურეთ.

შეხვედრებზე მთავრობას ჩვენ მოვუწოდეთ და ვურჩიეთ, რომ მხარდაჭერა გააგრძელონ ისეთი საკითხების მიმართ, როგორიც არის ანგარიშვალდებულება, გამჭვირვალობა, მხარი დაუჭირონ და წინ წაწიონ ქართველი ხალხის სურვილი, რაც მდგომარეობს ევროატლანტიკურ ინტეგრაციაში და ევროპასთან დაახლოებაში“, – აცხადებს ჯინ შაჰინი

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება