ექსპერტი ნინო ფოჩხუა ალექსეი არისტოვიჩის განცხადებას ეხმაურება და საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის წარმოებისათვის მადლობას უხდის.
“ამას ხომ ორი წლის წინ ვამბობდით, მთელი სერიალები რომ მიუძღვნა ოპოზიციამ ხელისუფლებას და რუსეთის მოკავშირეობა დააბრალა, აფრიალა არესტოვიჩთან გადაღებული სელფები და N.1 პატრიოტად გამოაცხადა, მისგან საქართველოს დამუნათებასაც ტაშს უკრავდა. როდის ტყუოდა არესტოვიჩი, მაშინ თუ დღეს? ჯერ სად ხართ, კიდევ ბევრი რამე გამჟღავნდება. უკრაინის დღევანდელი ხელისუფლება, ვირთხებივით, ერთმანეთის განადგურების რეჟიმში გადავიდა. ჩვენს ხელისუფლებას კი კიდევ ერთხელ ჩემი პატივისცემა იმ საგარეო პოლიტიკისთვის, რასაც ის აწარმოებს.” წერს ნინო ფოჩხუა
