ალუდა ღუდუშაური „ნაცმოძრაობაზე”: შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. ამაში წააგეს ამათმა, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, ისტორიას, ეკლესიას, რწმენას

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ალუდა ღუდუშაურმა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე, სადაც სადაც 2011 წლის 26 მაისის დარბევის საქმე განიხილება, „ნაციონალური მოძრაობის“ რეჟიმის შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, „ნაცმოძრაობამ“ წააგო იმით, რომ შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ეკლესიას და რწმენას. მისივე თქმით, ქართველმა შეიძლება 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. „არც ის, რომ ლიცენზიას წაართმევ თუ უცბად მისი საკარმიდამო, მამაპაპისეული სახლ-კარი აღმოჩნდება ვინმე სხვისი და ისე გასხვისდება და რეესტრში მივიდოდა და აღმოაჩენდა, რომ თვითონ მამაპაპისეული საკარმიდამო ნაკვეთი, სადაც ის ცხოვრობდა თუ მისი მამა-პაპანი ხნავდნენ თუ კალოდ იყენებდნენ, აღმოჩნდებოდა ვინმე სხვისი, თუნდაც გადამთიელის, ამასაც კი რუდუნებით თუ მოთმინებით, რა თქმა უნდა დიდი ძალისხმევის შედეგად ითმენდა ხალხი, მაგრამ ქართველი ხალხი არასოდეს არ ითმენდა ღირსების შელახვას, ეს ვერ გაიგეს ამათმა. აქ არის ღირსებაზე ლაპარაკი. ესენი კომერციული თვალსაზრისით ზომავდნენ, რომ მაგალითად წავართმევ 90%-ს და 10% დარჩებათ და ამას მოითმენს და სინამდვილეში შეიძლება ქართველმა 100% გაიღოს თავისი მატერიალურის, მაგრამ 1% არ დათმოს ღირსების. აი ამაში წააგეს ამათმა, რომ ესენი შეეხნენ ღირსებას, შეეხნენ ისტორიას, ახალი ქართველის გამოყვანას, ეკლესიას, რწმენას, ყველაფერს. ბოროტებასთან მიმართებაში, ყველაზე ნიშანდობლივი რა არის იცით, რომ შეეძლოთ რომ ვიღაც ქვედა რგოლის წარმომადგენელი ყოფილიყო, მაგრამ არა უშუალოდ ხელმძღვანელები არაერთ „სპეცოპერაციაში“ თვითონ მონაწილეობდნენ და ეს არის პირდაპირი სიმპტომი იმისა, რომ ეს ხალხი ამ ბოროტებით ტკბებოდა“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება