fbpx

ალექსანდრე ტაბატაძე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა უსაფრთხოების სამსახურის ეფექტიანი საქმიანობა

ალექსანდრე ტაბატაძე: კიდევ ერთხელ გამოჩნდა უწყების ეფექტიანი საქმიანობა, რომლის წარმატების შეფასებაც არაერთხელ მოხვდა პარტნიორი ქვეყნების ანგარიშებში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ალექსანდრე ტაბატაძე გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის მიერ გუშინ, 29 დეკემბერს რუსთავი 2-ისთვის მიცემულ ინტერვიუს, რომელმაც ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, როგორიცაა მოსმენები, საქართველოს მე-3 პრეზიდენტის დაკავება, ხელისუფლების დამხობის მცდელობა, დეოკუპაცია, კონტრდაზვერვითი, კონტრტერორისტული და ანტიკორუფციული საქმიანობა. როგორც ტაბატაძემ განაცხადა გრიგოლ ლილუაშვილის პასუხებმა არ დატოვა ინტერვიუში განხილული საკითხების იმდაგვარი ინტერპრეტაციის შესაძლებლობა, რომ დაინტერესებულმა პირებმა გამოიყენონ დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გასავრცელებლად, რაც თავის მხრივ, ძირს უთხრის ქვეყნის ინტერესებსა და წინსვლას. ტაბატაძის თქმით კიდევ ერთხელ გამოჩნდა უწყების ეფექტიანი საქმიანობა, რომლის წარმატების შეფასებაც არაერთხელ მოხვდა პარტნიორი ქვეყნების ანგარიშებში. ყოველივე ეს ჩვენს ქვეყანას და მის მოსახლეობას გვაძლევს შესაძლებლობას მშვიდად და უსაფრთხოდ შევხვდეთ ახალ წელს.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება