fbpx

ალექსანდრე ტაბატაძე: ვინმემ რომ მოინდომოს უკანონოდ, ვინმეს მოუსმინოს, შიგნით ამისთვის არის ძალიან რთული მექანიზმები, დეტალებში ვერ შევალ, ასე არ შეიძლება მოხდეს

,,პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორი, როგორც გეგმიურად წელიწადში ორჯერ, ისე ნებისმიერ დროს, შეუძლია მივიდეს და განახორციელოს ასეთი შემოწმება. ასეთ შემოწმებებს ჩვენ ვხედავთ, როგორც სახელმწიფო უსაფრთხოების ანგარიშებში, ისე პერსონალური მონაცემთა ინსპექტორის ანგარიშში,’’ – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველმა მოადგილემ ალექსანდრე ტაბატაძემ განაცხადა.

როგორც ტაბატაძემ აღნიშნა, ვინმემ რომ მოინდომოს უკანონოდ მოსმენა, ამისთვის არის ძალიან რთული მექანიზმები.

,,თუ კი რამე ხარვეზი და დარღვევა ხდება ეს აისახება კიდევაც და მე მგონი იყო გარკვეული ხარვეზები. ვინმემ რომ მოინდომოს და მე უკანონოდ მინდა ვინმეს მოვუსმინო, შიგნით ამისთვის არის ძალიან რთული მექანიზმები, მე ამ დეტალებში ვერ შევალ, ასე არ შეიძლება მოხდეს,’’ – განაცხადა ტაბატაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება