fbpx

ალექსანდრე რაქვიაშვილი-ღმერთმა დაგვიფაროს და, “ლელოს” ხედვა რომ განხორციელდეს, ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი

საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „გირჩის“ წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი პარტია “ლელოს” 1000 ლარიან საპენსიო დაპირებაზე ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას პასუხობს და აცხადებს, რომ „1000 ლარიანი პენსიის დაპირება გაუაზრებელი პოპულიზმის კარგი მაგალითია“.

ალექსანდრე რაქვიაშვილის განცხადებით ის, რასაც „ლელო“ ეკონომიკაში აპირებს, საბოლოოდ ჯამში ეკონომიკისთვის იქნება დამაზიანებელი.

„ვიღაც „პიარშიკებმა“ უთხრეს რამე ასეთი დააბრეხვეთო, ამათმაც დააბრეხვეს, არაფერი უფიქრიათ და პირველივე კითხვა რომ გაჩნდა საიდან აპირებთო, ისტერიულად დაიწყეს რაღაცების ცვლილება. თუ დააკვირდებით მათ კომენტარებს, ყოველ კვირას ცვლიდნენ ახსნას. ყველაფერი, რასაც ეკონომიკაში აპირებენ, საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის იქნება დამაზიანებელი. ღმერთმა დაგვიფაროს და, „ლელოს“ ხედვა რომ განხორციელდეს ეკონომიკის ზრდის დაჩქარება კი არა, საერთოდ ეკონომიკური ზრდა გვექნება თუ არა, ეს იქნება საკითხი.“-განაცხადა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება