fbpx

აკერმანი აქტიურად იყო ჩართული თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის და იუგოსლავიის პრეზიდენტის დამხობის პროცესებში-დავით ქართველიშვილი

დავით ქართველიშვილი-2014 წლის 24 ივლისს ჩვენი მეგობარი ქვეყნის დედაქალაქ კიევში დაფუძნდა “საქართველოს გათავისუფლების შტაბი” – მის დამფუძნებელ კრებას დაესწრო უკრაინაში იმ მიმენტში მყოფი და იქ საგანგებოდ ჩასული ნაცმოძრაობის ყველა ცნობილი ლიდერი. მას შემდეგ რვა წლის განმავლობაში პერმანენტულად ცვალებადი ტაქტიკით – არჩევნების გზით, არჩევნების ბოიკოტით, აქციებით, საბოტაჟით, დაუმორჩილებლბით, გადატრიალების მცდელობით, პარლამენტის, კანცელარიის შტურმით და ა.შ. – მაგრამ ყოველ ჯერზე, წარუმატებლად, ეს დესტრუქციული ძალა მიზანმიმართულად მიჰყვება თავისივე სახელმწიფოს განადგურების სტრატეგიას.მიიღეს თუ არა სასამართლო პროცესზე ბელადისაგან განწირული ხმით პირდაპირი ბრძანება: “ეს ხელისუფლება ჩვენ უნდა ჩამოვაცილოთ!!!” – მწყობრი ნაბიჯებით გაეშურნენ ბაკურიანის “რუმს კოხტაში”, სადაც ა.წ. 6-8 აპრილს, “ფერადი რევოლუციების” სახელგანთქმული თეორეტიკოსის ჯინ შარფის მოწაფემ, ცნობილმა პოლიტტექნოლოგმა პიტერ აკერმანმა რადიკალური ოპოზიციის ჩვენს უიღბლო “რევოლუციურ კომიტეტს” ჩაუტარა პრაქტიკული ტრენინგი – თუ როგორ უნდა განახორციელონ პრაქტიკაში სააკაშვილის პირდაპირი ბრძანება. აკერმანი “გამოყენებითი არაძალადობრივი ქმედებებისა და სტრატეგიების ცენტრის” დაფუძნებელი და პოლიტიკური ორგანიზაცია “ამერიკელების არჩევანის” თავმჯდომარე, აქტიურად იყო ჩართული თავის დროზე ბოლივიის პრეზიდენტის ევო მორალესისა და იუგოსლავიის პრეზიდენტის სლობოდან მილოშევიჩის დამხობის პროცესებში.დღეს კი მეგობარი აშშ-ს გადამხდელთა თანხებით უკვე საქართველოში ატარებს ტრენინგებს, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ხატია დეკანოიძე – “ნაციონალური მოძრაობა”, ბათუ ქუთელია – “დროა”, გიგა ბოკერია – “ევროპული საქართველო”, ზურაბ ჯაფარიძის “გირჩისა” და პარტია “ლელოს” წარმომადგენლები. შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მიშა მშვილდაძე ტელეკომპანია “ფორმულადან” და “მთავარი არხის” წარმომადგენლები. არასამთავრობო ორგანიზაციებიდან შეხვედრას გიორგი მშვენიერაძე და “სირცხვილიას” აქტივისტები.პიტერ აკერმანი საქვეყნოდ ცნობილია აქტივისტების მომზადებით, რომლებსაც მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში აგზავნიან ხელისუფლების დასამხობად, ადგილობრივი პოლიტიკური პარტიებისა და ორგანიზაციების დასატრენინგებლად, რათა უფრო ეფექტურად აწარმოონ სამოქალაქო დაუმორჩილებლობის კამპანიები.ბაკურიანის შეხვედრაზე დიდი დებატები გაიმართა, თუ როგორ უნდა მოხდეს საზოგადოების მობილიზება, ხელს უშლის თუ არა პროტესტის ესკალაციას ოპოზიციას პარლამენტში ყოფნა და პატიმარი სააკაშვილის საკითხის აქტუალიზება. გაიჟღერა რამდენიმე პრაქტიკულმა იდეამ, რომელმაც საზოგადოებაში ერთიანი ფრონტის შექმნის განცდა უნდა გააჩინოს. რეალურად, მსგავს ორგანიზაციაში ისევ რადიკალური ოპოზიციური პარტიები, ორი პარტიული ტელევიზია, მათთან დაკავშირებული არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები იქნებიან. შეხვედრაზე შეიმუშავეს კონკრეტული გეგმები და მათ განხორციელებას უკვე შეუდგენ, რისი ნათელი მაგალითიც „სირცხვილიას“ მიერ დაანონსებული პერმანენტული აქციებია. რევოლუციური პროტესტის საბოლოო მიზანი კი, რა თქმა უნდა, ხელისუფლების დამხობაა.საინტერესო და აუცილებელიც არის აღნიშნულ საკითხებთან დაკავშირებით აშშ-ს ელჩის პოზიციის დაფიქსირება. დიდი ალბათობით ის გამიჯნავს ოფიციალური ვაშინგტონის მონაწილეობას ამ ანტისახელისუფლებო და სახიფათო პროცესებთან. მაშინ იმით მაინც დაინტერესედეს, რამდენად მიზნობრივად იხარჯება მისი ქვეყნის საბიუჯეტო სახსრები და რამდენად თავსებადია ამ კონკრეტულ შემთხვევაში ეს მიზნობრიობა აშშ-საქართველოს დეკლარირებულ მეგობრობასთან.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება