fbpx

აი, როგორ დაუფასდა გიორგი გახარიას ,,ქართული ოცნების” ღალატი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთგულება-ვლადიმერ ბოჟაძე

ვლადიმერ ბოჟაძე – აი, როგორ დაუფასდა გიორგი გახარიას ,,ქართული ოცნების” ღალატი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთგულება „საზოგადოებამ და ამომრჩეველმა იცის ვინ არის ,,ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, ეს გიორგი გახარია და მისი პარტიაა ,,საქართველოსთვის”. ის ვინც ნაცების დასრულებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს და სინამდვილეში მათთან პოლიტიკური კოალიცია გააფორმა.“- ასე გამოეხმაურა თბილისის საკრებულოს წევრი ვლადიმერ ბოჟაძე პატიმარ სააკაშვილის სასამართლოზე გამოსვლას, სადაც მან განაცხადა, რომ მათ „ქართულ ოცნებას“ ერთ-ერთი მთავარი ქალაქი, რუსთავი წაართვეს. უახლოეს პერიოდში წაართმევენ ბათუმს და ზუგდიდს წაართმევენ. როგორც ბოჟაძე წერს, ასე დაუფასდა გიორგი გახარიას „ქართული ოცნების“ ღალატი და ამისთვის აუცილებლად აგებს პასუხს ამომრჩევლის წინაშე. „აი როგორ დაუფასდა გიორგი გახარიას ,,ქართული ოცნების” ღალატი და ,,ნაციონალური მოძრაობის” ერთგულება. უკრაინის მოქალაქემ, პატიმარმა მიხეილ სააკაშვილმა ერთხელაც არ ახსენა ის პოლიტიკური ძალა ვისთანაც ერთად ,,წაართვა” რუსთავი, წალენჯიხა, ჩხოროწყუ და ვისთან ერთად აპირებს ,,წაართვას” ბათუმი და ზუგდიდი. სამაგიეროდ საზოგადოებამ და ამომრჩეველმა იცის ვინ არის ,,ნაციონალური მოძრაობის” სტრატეგიული პარტნიორი და მოკავშირე, ეს გიორგი გახარია და მისი პარტიაა ,,საქართველოსთვის”. ის ვინც ნაცების დასრულებას ჰპირდებოდა ამომრჩეველს და სინამდვილეში მათთან პოლიტიკური კოალიცია გააფორმა. ალბათ 2 აპრილის შუალედურ არჩევნებზე ერთიან კანდიდატებსაც დაასახელებენ ახლაც და 2024 წელსაც გახარია მწარედ აგებს პასუხს ამომრჩევლის წინაშე!”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება