fbpx

აზერბაიჯანის მეჯლისმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი მიიღო.

აზერბაიჯანის მეჯლისმა საომარი მდგომარეობის გამოცხადების შესახებ დოკუმენტი მიიღო. ინფორმაციას აზერბაიჯანული გამოცემა რეპორტი ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, ამ წუთებში აზერბაიჯანის პარლამენტში სხდომა მიმდინარეობს.

მოხსენების თანახმად, შეხვედრაზე განხილულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით ქვეყნის ზოგიერთ ქალაქსა და რეგიონში საომარი მდგომარეობის გამოცხადება აზერბაიჯანის რესპუბლიკის კონსტიტუციის 109-ე, 29-ე და 111-ე მუხლების შესაბამისად.

კონსტიტუციის 111-ე მუხლის თანახმად როდესაც უცხო სახელმწიფო ან სახელმწიფოები აცხადებენ ომს აზერბაიჯანის ტერიტორიაზე ქვეყანა საომარ მდგომარეობას აცხადებს.

ინფორმაციისთვის, 27 სექტემბერს სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება უკიდურესად დაიძაბა და საომარი მოქმედებები კვლავ განახლდა.

სომხეთმა საომარი მოქმედება გამოაცხადა. თავის მხრივ აზერბაიჯანის ხელისუფლება აცხადებს, რომ სომხეთს პასუხის გარეშე არ დატოვებს.

გაუზიარე!

Shares