fbpx

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება

ავტომობილების განბაჟება 2021 წლის მარტამდე გადავადდება და ამ პერიოდში საურავების დარიცხვა არ მოხდება. ამის შესახებ პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამმთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გახარიას თქმით, ეს შეღავათი დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება.

“ფაქტია, კრიზისის ზემოქმედება გრძელვადიანი იქნება. რამოდენიმეჯერ მოგვმართეს უკვე ავტოიმპორტიორებმა. განბაჟებასთან დაკავშირებით ერთხელ უკვე გადავავადეთ, ფისკალური წლის ინტერესებიდან გამომდინარე, ალბათ უმჯობესი იქნება გადავავადოთ 2021 წლის მარტამდე, რაც ნიშნავს, რომ როგორც განბაჟება გადავადდება, ასევე არ მოხდება საურავების დარიცხვა. ეს დაახლოებით 24 000 ავტომფლობელს შეეხება და თუ არ ვცდები, ესაა 30 მილიონ ლარზე მეტი შეღავათი საგადასახადო გადავადების“,-განაცხადა გახარიამ.


[poll id=”6082″] სხვა გამოკითხვების შედეგების ნახვა

გაუზიარე!

Shares