fbpx

ავსტრიის პოლიციამ დაადასტურა რომ ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია,დანარჩენებს ეძებენ

შეიარაღებული პირები, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან ვენის ცენტრში მომხდარ თავდასხმაზე კვლავ თავისუფლები არიან. ამის შესახებ ავსტრიის შს მინისტრმა განაცხადა.

მაუწყებელ ORF- ზე საუბრისას მან თქვა, რომ კვლავ იბრძვიან სავარაუდო ტერორისტების წინააღმდეგ.

”ჩვენ კვლავ ვიბრძვით სავარაუდო ტერორისტების წინააღმდე. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რამდენიმე დამნაშავე შეიარაღებულია”, – დასძინა მან.

პოლიციამ დაადასტურა, რომ ერთ-ერთი თავდამსხმელი ლიკვიდირებულია.

ცნობისთვის, ავსტრიის დედაქალაქ ვენაში, ცენტრში, სადაც სინაგოგა მდებარეობს თავდასხმა მოხდა. მომხდარი ქვეყნის შს მინისტრმა “ტერორისტულ აქტად” შეაფასა. პოლიციის ინფორმაციით, თავდასხმა რამდენიმე ლოკაციაზე განხორციელდა. ამ დროისთვის ვენის ცენტრში მასშტაბური სპეცოპერაცია მიმდინარეობს. პოლიცია მოსახლეობას მოუწოდებს, თავი შეიკავონ მიმდებარე ქუჩებზე გადაადგილებისა და საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისგან.

გაუზიარე!

Shares