fbpx

ავოიე, უკრაინააააააააა!-გელა ზედელაშვილი

ჟურნალისტი გელა ზედელაშვილი ნაციონალური მოძრაოის ერთ ერთი ლიდერის ხატია დეკანოიძის გამოქვეყნებულ ინფორმაციას პასუხობს- ავოიე, უკრაინააააააააა!
😎
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე უკრაინის კონტრდაზვერვის დირექტორის მოადგილე გახდა. ინფორმაციას ავრცელებს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.
ლორთქიფანიძე უკრაინაში იკავებდა ოდესის ოლქის პოლიციის მთავარი სამმართველოს უფროსის თანამდებობას. ის 2016 წელს გადადგა.
გიორგი ლორთქიფანიძე საქართველოს პროკურატურამ სისხლის სამართლის პასუხისგებაში 2021 წლის დეკემბერში მისცა. საქმე ეხება საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის საქართველოში საზღვრის უკანონოდ კვეთით შემოსვლას.
გიორგი ლორთქიფანიძე 2011 წლის 26 მაისს რუსთაველის გამზირზე მომიტინგეების დარბევის საქმეზე სხვა პირებთან ერთად ბრალდებულია სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებისთვის

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება