fbpx

ადიგენში 9 აპრილს დაღუპულ გმირებს პატივი მიაგეს

1989 წლის 9 აპრილიდან 34 წელი გავიდა. ადიგენის მერის პირველმა მოადგილემ არსენ ბალახაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარემ შმაგი ბიძიშვილმა და ადგილობრივი თვითმართველობის წარმომადგენლებმა 9 აპრილის მემორიალთან პატივი
მიაგეს თავისუფლებისთვის დაღუპული გმირების ხსოვნას და მემორიალი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

დაბა ადიგენის ეკლესიის წინამძღვარმა მამა რევაზიმ ამ დღეს დაღუპული გმირების სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

34 წლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლას 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა, ათასობით ადამიანი მოიწამლა. მშვიდობიანი მომიტინგეები საბჭოთა კავშირიდან გამოსვლასა და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას ითხოვდნენ. ქართველმა ხალხმა 9 აპრილი ეროვნულ დღესასწაულად და ეროვნული ერთიანობის დღედ გამოაცხადა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება