fbpx

ადიგენში უხვი ნალექის შედეგად მეწყრის გააქტიურების პროცესს ადგილზე გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების ჯგუფი აფასებს


ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში, ე.წ. „პირდაპირების“ დასახლებაში მეწყრული პროცესი, უხვი ნალექის შედეგად გააქტიურდა.
სოფელ უდეში, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერიის მოთხოვნის საფუძველზე სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე იმყოფებიან და მიმდინარე პროცესებს ეცნობიან.
სპეციალისტებთან ერთად ადგილზე იმყოფებიან და დეტალურად ეცნობიან არსებულ მდგომარეობას სამცხე-ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, მოადგილე შოთა როსტიაშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე, პირველი მოადგილე არსენ ბალახაშვილი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
„მეწყრული პროცესების გააქტიურებას სოფელ უდეში ერთ-ერთ უბანზე, ინტენსიურმა წვიმამ ხელი შეუწყო. როგორც კი, ჩვენთვის ცნობილი გახდა აღნიშნული, მერიამ კომპეტენციის ფარგლებში ყველა ღონისძიება გაატარა. აღნიშნულ ტერიტორიაზე დაახლოებით 20 ოჯახი ცხოვრობს. ამ დროისთვის დაზიანებულია სამი სახლი. გეოლოგების დასკვნის შედეგად გახდება ცნობილი რამდენად საჭირო იქნება ტერიტორიიდან დარჩენილი მოსახლეობის გაყვანა. დამეწყრილ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის ადიგენის მერიამ გამოყო ალტერნატიული საცხოვრებელი, სადაც დაზარალებულებს შეუძლიათ ცხოვრება“- განაცხადა გოჩა ქიმაძემ.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება