fbpx

ადიგენში საახალწლო ღონისძიება გაიმართა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაბა ადიგენში, მთავარ ნაძვის ხესთან საახალწლო ღონისძიება გაიმართა.

მთელი დღის განმავლობაში ღონისძიების სტუმრებისთვის სხვადასხვა სახის გასართობი პროგრამა მიმდინარეობდა, მოეწყო საშობაო ბაზრობა, ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, მოსიარულე ორკესტრის მსვლელობა, ბავშვებისთვის მოწყობილი იყო სპეციალური სივრცეები, გაიმართა წარმოდგენები ზღაპრის გმირების მონაწილეობით, ადიგენელების განწყობაზე ანიმატორები ზრუნავდნენ, თოვლის ბაბუამ კი პატარებს საჩუქრები დაურიგა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა, კონცერტები, როგორც ადგილობრივი შემსრულებლების, აგრეთვე მოწვეული მომღერლების ჯგუფი „მიქსტურა“-ს მონაწილეობით.

ადიგენის მოსახლეობასა და სრულიად საქართველოს დამდეგი შობა-ახალი წელი ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა გოჩა ქიმაძემ მიულოცა და ახალი ინიციატივა გააჟღერა:

„ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! სიკეთის, ბედნიერების და წარმატების მომტანი ყოფილიყოს. ტრადიციულად ახალი იმედებით, სურვილებითა და მოლოდინით ვხვდებით ახალ წელს და მჯერა, რომ ბევრი საინტერესო და მნიშვნელოვანი პროექტისა თუ იდეის განხორციელებას შევძლებთ ერთად. მინდა ახალი ინიციატივა გავაჟღერო -ადიგენში არსებულ ა.(ა).ი.პ სამუსიკო სკოლისა და ცეკვის მოსწავლეებს მერია სწავლას სრულად დაუფინანსებს.“

დაბა ადიგენშისაახალწლო ღონისძიება გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა.

გაუზიარე!

Shares

კომენტარის დატოვება